Saturday, March 12, 2011

თვალი


1.პროექტის სახელწოდება: თვალი.
2.პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვების მიერ დანახული თვალი.
3. პროექტის სრული აღწერა: თვალი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანო. მისი საშუალებით ტვინი მთელი ინფორმაციის ორ მესამედზე მეტს იღებს. ადამიანებში განსხვავებულია თვალის ჭრილი და თვალის ფერი.ლამაზი ჭრილის თვალი ადამიანს ალამაზებს და თავისებურად ცვლის სახის სიმეტრიასაც. შეიძლება სხვადასხვა ფერის ლინზების გამოყენებით თვალის ფერის შეცვლა, ასევე თვალის ჭრილის შეცვლა პლასტიკური ოპერაციებით. ეს პროექტი განავითარებს  ბავშვებში თუ რა დამოკიდებულება არსებობს თვალის ჭრილსა და ადამიანის რასებს შორის. სხვადასხვა რასაში(ევროპეიდოლი, მონღოლოიდური, ნეგროიდული) თვალის  ჭრილი განსხვავებულია, საინტერესოა თვალის გალერეების შექმნა, თვალის, როგორც გეომეტრიული ფიგურის განხილვა.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები– 16–17წ. მე9–მე–10 კლ.
5.ვადები, ხანგრძლივობა–1 თვე.
6.პროექტის  შესაძლო აქტივობები კლასში: თვალების გალერეა, თვალის კარიკატურების გაკეთება, სხვადასხვა ჭრილის  თვალების მქონე სათამაშოების გამოძერწვა, თვალზე ლექსების შეთხზვა, თვალზე ჩანახატების გაკეთება, თვალი, როგორც გეომეტრიული ფიგურა.
7. მოსალოდნელი შედეგები–პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თვალის მოვლის და დანიშნულების პლაკატი, გალერეა.
8. სარგებლობა სხვისთვის: პლაკატებით ისარგებლებს ბიოლოგიის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, გალერეას დაათვალიერებს ნებისმიერი მსურველი.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
10.საგნებთან კავშირი/ ე.ს გ– თან კავშირი;  ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, ქართულ ენასთან.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სხვა სკოლებიდან მოსწავლეები დაათვალიერებენ გალერეას.
12. პროექტის ფასილიტატორი: ლელა მახარაშვილი.